პირველად დიდ დიღომში – საუკეთესო ხარისხის მშენებლობა! ბინები თეთრ კარკას + მდგომარეობაში. 12 სართული და დამატებითი პარკინგის ზონა. საუკეთესო მასალით მოპირკეთებული სადარბაზოები, აივნები, ტერასები და დამატებით 2400 კვ.მ. ეზო შენობის გარშემო, რომელიც თქვენს საკუთრებაში გადმოვა. არ აგიშენებენ კორპუსს, არ დაჩრდილავენ და დაგიფარავენ ხედებს, რადგან მშენებელმა კომპანია – ბინაკომ ამაზე წინასწარ იზრუნა. ვენტუს საცხოვრებელი კომპლექსი უნიკალურია დიდ დიღომში ხარისხით, დიზაინითა და მოწყობით. ყველა დეტალი მაცხოვრებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნისთვისაა დაგეგმილი. ეს არის დიდი დიღმის ცენტრი, შუაგული, რომელიც ძველ აშენებულ ბინებსა და ახლებს აკავშირებს.
კომპლექსი სრულდება 2022 წლის დეკემბერში.
უნიკალური ადგილი დიდ დიღომში. ეს არის დიდი დიღმის ცენტრი, შუაგული, რომელიც ძველ აშენებულ ბინებსა და ახლებს აკავშირებს ერთმანეთს. ეს არის ადგილი საიდანაც მთელი თბილისი იშლება. სიმყუდროვე და ეკოლოგია ამ ადგილის მთავარი უპირატესობაა.

ხარისხი
კომფორტს საცხოვრებელ კომპლექსში ის ფაქტორები განსაზღვრავს რასაც პირველად ეხები.
ესენია კიბის მოაჯირები, ლიფტის ჩამრთველი, კარის სახელური. ვენტუს საცხოვრებელ კომპლექსში ხარისხის აღქმა დეტალებიდან იწყება.
ფერები
დიზაინერების გუნდი მუშაობს იმისთვის, რომ გარემო, სადაც ვენტუს მაცხოვრებლები თავიანთ ცხოვრებას გაატარებენ შემოქმედითი, მშვიდი, სტაბილური და სიმყუდროვის შემქმნელი იყოს. სწორედ ამიტომ საერთო მოხმარების არეებში დაგეგმილია თბილი და პასტელური ფერების გამოყენება.
დეტალები
სიახლეს არ წარმოადგენს შლაგბაუმი, დაცვის სამსახური ანდაც ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა. სიახლე – თითოეული მომხმარებლისთვის ამ ყველაფრის ხელმისაწვდომობაა.
ვენტუს მთავარი ბენეფიტი დიდ დიღომში იდეალური, საკვანძო ადგილმდებარეობაა. უმაღლესი ხარისხის მშენებლობა, რომლის მსგავსიც თბილისის ცენტრალური უბნების გარდა არსად ყოფილა. მაცხოვრებლების ინტერესებზე მორგებული ინფრასტრუქტურა. დაცულობის შეგრძნება. დასუფთავების მომსახურება და კონსიერჟის სამსახური – თავს უმაღლესი რანგის საცხოვრებელ ბინაში გაგრძნობინებთ.
ვენტუს ეზოს გეგმარება ზონირებით იწყება. აქ სივრცე თანაბრად ნაწილდება სპორტული აქტივობების მოყვარულთათვის, ბავშვებისთის და შინაური ცხოველებისთვის. სათამაშო ზონების, მოედნისა და ველობილიკის გარდა, ეზოში შეძლებთ მოსასვენებელ სკამზე განმარტოებას, წიგნის წაკითხვას ან საყვარელი შინაური ცხოველის გასეირნებას დაბრკოლებების გარეშე.
ვენტუს პარკინგი ორ – დახურულ და ღია ზონას ითვალისწინებს. დახურული პარკინგი 66 მანქანაზეა გათვლილი და ის პირადი საკუთრების უფლებით შეეძლებათ მობინადრეებს შეიძინონ, ღია სივრცე კი, თავისუფალი და ხელმისაწვდომი იქნება მაცხოვრებლებისთვის.
ვენტუს მთავარი პრიორიტეტი მაცხოვრებლებისთვის მყუდრო და უსაფრთხო გარემოს შექმნაა.
მშენებლობის ყველა ეტაპზე გათვალისწინებულია უსაფრთხოების ისეთი დეტალები, რაც შემდგომში მობინადრეების სიმშვიდის გარანტი იქნება.
ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის, სათვალთვალო აღჭურვილობისა და ტექნიკური უსაფრთხოების
გარდა, ვენტუს მობინადრეების უსაფრთხოებას დაცვის სამსახური და კონსიერჟის სისტემა დაიცავს.
საცხოვრებელი ბინის ყველა ოთახში დამონტაჟდება ოპტიკურელექტრონული კვამლზე მორეაგირე მაუწყებელი, ხოლო ბინის შესასვლელში კვამლზე მორეაგირე მაუწყებელი.
ვენტუს მთავარი განმასხვავებელი ნიშა სხვა კომპლექსებისგან, საერთო მოხმარების ტერასაა, სათამაშო მოედნები დაცულ და იზოლირებულ ტერასაზე, მშობლების განსატვირთი ზონა და სპორტული აქტივობების დარბაზი. იქ, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება, მთელს სამეზობლოს ერთ დიდ, მეგობრულ ოჯახად გააერთიანებს.
კომპლექსის ირგვლივ არსებული 2400 კვ.მ. ვენტუს საკუთრებაშია. იყავით მშვიდად, რომ თქვენი ბინის ახლო მიმდებარედ კორპუსი არ აშენდება და ისუნთქეთ სუფთა ჰაერი. ივარჯიშეთ ვენტუს სპორტდარბაზში და ისეირნეთ ვენტუს ველობილიკზე.
როდესაც სახლში შედიხარ უკვე გრძნობ და იცი, შენია თუ არა ეს ბინა.
გამჭოლი, მზიანი და ნათელი ბინები.
ვენტუში ყველაზე მოთხოვნადი ხედები თბილისზე გამავალი ფანჯრებიდან იშლება. მიუხედავად ცენტრიდან მოშორებული ლოკაციისა, კომპლექსს საოცარი ხედები აქვს ძველ თბილისზე, მთაწმინდასა და საბურთალოზე.
გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, 3-4 სართულამდე ბინები უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს. შუა სართულებსაც თავისი საყვარელი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა ძირითადად, ახალი მობინადრეები უპირატესობას მაღალ სართულს ანიჭებენ. მითუმეტეს, რომ კომპლექსში იაპონური ლიფტი გემსახურებათ.
მათ ვისაც სიმყუდროვე ურჩევნია შიდა ხედებით ირჩევს ბინას. მითუმეტეს, რომ შიდა ხედები მყუდრო ეზოზე გამოდის და ეზოში ჩასული ბავშვების მეთვალყურეობაც უფრო ხელმისაწვდომია.
ხელმისწვდომია WIFI კომპლექსის ტერიტორიაზე, ელექტრო მანქანის დატენვის წერტილი და დენის ჩამრთველი გარე მოწყობილობები, თუკი მოულოდნელად ტელეფონი დაგიჯდათ.